ზურაბ ხარატიშვილი - საეჭვოა, ამ დრომდე რატომ ვერ დგინდება ვანო მერაბიშვილის დიაგნოზი

გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას" წევრის, ზურაბ ხარატიშვილის განცხადებით, საეჭვოა, ამ დრომდე რატომ ვერ დგინდება ყოფილი შსს-მინისტრის ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის შესახებ დიაგნოზი.

როგორც „მედიქლაბ ჯორჯიასთან" ხარატიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, ასევე არის სხვა ეჭვიც, რომ დიაგნოზის დაუდგენლობაზე (არდადგენაზე) შესაძლოა, ინფორმაციას მალავდნენ.

ოპოზიციის წევრის თქმით, ეჭვებით საუბრის საფუძველს აძლევს ის, რომ გამოკვლევების, რაც ვანო მერაბიშვილს ამ დრომდე ჩაუტარდა, პასუხები ოჯახს ამ დრომდე არ აქვს.

„ჩვენ ძალიან შეშფოთებულები ვართ ვანო მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით იმიტომ, რომ 2 თვის განმავლობაში ხდება მისი ჯანმრთელობის გაუარესება. ძალიან სამწუხაროა, რომ დღემდე არ არის დასმული დიაგნოზი.

განსაკუთრებით შეშფოთებას იწვევს ის, რომ წინა კვირაში ჩატარებული ანალიზები ოჯახისთვის და მისი მეგობრებისთვის უცნობია. ჩვენ გვაქვს ეჭვი, რომ ან ვერ დგინდება დიაგნოზი და ამიტომ არ ხდება ამ ინფორმაციის გაცემა, რაც სამწუხაროა, ან გვაქვს ფაქტი, რომ ხდება ამ ინფორმაციის დამალვა, რაც ეჭვს კიდევ უფრო აძლიერებს, რომ უკვე იმ პერიოდში, როდესაც უმთავრდება სასჯელის ვადა, არ იყოს რამე ინტოქსიკაცია ან რამე გარეშე ფაქტორი. ეს ეჭვი ძლიერდება იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ და ოჯახსაც არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ", - განაცხადა ხარატიშვილმა.

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი