სალომე სამადაშვილი - სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა სახელმწიფოებრივად საფრთხეს წარმოადგენს

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად არჩევა სახელმწიფოებრივად საფრთხეს წარმოადგენს, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სალომე სამადაშვილმა გააკეთა.

სამადაშვილის ინფორმაციით, სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩასული პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მოსახლეობასთან ანტითურქული მესიჯებით საუბრობს.

“ამას “ქართული მარშის“ და “პატრიოტთა ალიანსის“ წარმომადგენელი რომ აკეთებდეს გასაკვირი არ იქნებოდა, თუმცა ამ დღეებში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ ეს „ქართული ოცნების“ სატელიტი პროექტებია. ამავე დროს, თქვენი საპრეზიდენტო კანდიდატი რეგიონში იმაზე საუბრობს, რომ ორმაგი მოქალაქეობის მინიჭება ეთნიკურად ქართველი თურქეთის მოქალაქეებისთვის არასწორი იყო. ამავე დროს პოპულისტურ დაპირებას იძლევა, რომ აპირებს დაარიგოს ორმაგი მოქალაქეობა - კითხვა ისმის, ვის?! ხომ არ აპირებს თქვენი კანდიდატი, რომლის არჩევასაც რუსეთი მოუთმენლად ელოდება, მოქალაქეობა იმ ხალხს დაურიგოს, ვისაც უკვე აქვს რუსული პასპორტები?!“ - განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

სამადაშვილი იმ დეპუტატთა შორის აღმოჩნა, რომლის გამოსვლას უშუალოდ პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გამოეხმაურა.

„მგლის თავზე სახარებას კითხულობენო“ - ასე უპასუხა ირაკლი კობახიძემ ოპოზიციონერ კოლეგას.

“არ ვეძახით თქვენს კანდიდატს „კაგებეშნიკს“, იმის მიუხედავად, რომ წიგნაკი ჯიბეში უდევს და დღე და ღამე იმაზე საუბრობს, თუ როგორ უყვარს რუსეთი. დაასრულეთ ღალატზე საუბარი - შორს არის თქვენგან ევროპა და დასავლეთი, მაგრამ გარეგნულად მაინც მიემსგავსეთ მას“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა