დაკითხვაზე მისული ლევან ყიფიანი - იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა. ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება. კითხვაზე: ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, იტყვის ისეთ რამეს, რაც შეიძლება ჟურნალისტებს გაუკვირდეთ.

„სასამართლოში შევალ და როცა გამოვალ, ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცალეთ“, - განაცხადა ყიფიანმა.

საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x
დაკითხვაზე მისული ლევან ყიფიანი - იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ

სპორტის ყოფილი მინისტრი ლევან ყიფიანი დაკითხვაზე მივიდა. ყიფიანს თბილისის საქალაქო სასამართლოში, მოსამართლის თანდასწრებით გამოკითხავენ.

როგორც ყიფიანმა ჟურნალისტებს განუცხადა, ყველა კითხვაზე გასცემს პასუხს, როდესაც პროცესი დასრულდება. კითხვაზე: ავთენტურია თუ არა გავრცელებული ჩანაწერები, ყიფიანის თქმით, იტყვის ისეთ რამეს, რაც შეიძლება ჟურნალისტებს გაუკვირდეთ.

„სასამართლოში შევალ და როცა გამოვალ, ყველაფერს მოგახსენებთ. იმაზე მეტს გაიგებთ, რომ გაგიკვირდებათ და ამიტომ მაცალეთ“, - განაცხადა ყიფიანმა.

საქმე ეხება „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ბოლო პერიოდში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებს.

შეგახსენებთ, რომ სპორტის ყოფილი მინისტრი აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ერთხელ უკვე თბილისის პროკურატურაში დაიკითხა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს