ლევან ყიფიანი - მიუხედავად იმისა, რომ ჩანაწერები წინასწარი სცენარით მიდიოდა, მედიაში რაც გავიდა, ის მაინც მონტაჟია

ის ჩანაწერებიც კი, რომელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია, - ამის შესახებ ჟურნალისტებს სპორტის ყოფილმა მინისტრმა, ლევან ყიფიანმა თბილისის საქალაქო სასამართლოში გამოკითხვის დასრულების შემდეგ განუცხადა. მისი თქმით, ის და ზაზა ოქუაშვილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში აკეთებდნენ ყალბ ჩანაწერებს, თითქოს „ომეგა ჯგუფზე“ ზეწოლა მიმდინარეობდა. ყიფიანის განცხადებით, ეს მისი მხრიდან დაშვებული შეცდომაა და საზოგადოებას ამისთვის ბოდიშს უხდის.

„ზაზა მიყვება იმ პრობლემებზე, რომელიც მას წარმოექმნა და რომ თავზე ენგრევა მთელი ბიზნესი. ამან გამოიწვია ჩვენი შეთანხმება. ეს არ ვიცი ჩემი მხრიდან მიამიტობით იყო, თუ სურვილით, რომ დავხმარებოდი ამ კაცს და ვყოფილიყავი ბოლომდე მისი მხარდამჭერი. გადავწყვიტე ამ თამაშის წესების განხორციელება, მივიღე ამ თამაშის გამოწვევა, ერთობლივად განვახორციელეთ, მაგრამ მთელი უბედურება ისაა, რომ ეს კაცი ამ ჩანაწერებს დიდი ხნის განმავლობაში აკეთებდა და ის ჩანაწერებიც კი, რიმელიც ერთობლივად განვახორციელეთ, დამონტაჟებულია.

რა თქმა უნდა, მე ჩემს გავლენებს ვიყენებდი, რა თქმა უნდა მქონდა ნაცნობობა, ამისთვის ვმუშაობდი და ამისთვის გამაჩნდა ის ხელშეკრულება, რომელიც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი გახდება... ის მომელაპარაკა, რადგან პრობლემა იყო ჩვენ შორის. მისი პარტნიორებიც და დირექტორებიც დაადასტურებენ, რომ მე გამუდმებით მოვთხოვდი, ვთხოვდი და მივანიშნებდი იმ დავალიანებაზე, რომელიც მას დაუგროვდა ამ სამი წლის განმავლობაში ჩემს მიმართ და მე მას ვახსენებდი, რომ ეს დავალიანება გაესტუმრებინა. სწორედ ამაზე აპელირებით მან მთხოვა, რომ მე მივიღებდი იმ დავალიანებას, თუ მას დავეხმარებოდი ამ თემის ხელშეწყობაში“, - განაცხადა ლევან ყიფიანმა.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს