საფრანგეთში მსჯავრდებული დააკავეს, რომელიც ციხიდან ვერტმფრენით გაიქცა

ფრანგი დამნაშავე რედუან ფაიდი, რომელიც რამდენიმე თვის წინ ციხიდან ვერტმფრენის დახმარებით გაიქცა, დააკავეს. ამის შესახებ „ბი-ბი-სი“ იუწყება.

დამნაშავე პარიზის მახლობლად მდებარე ქალაქ კრეიში დააკავეს, რომელშიც ის დაიბადა. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმა და ორი პირი. ფაიდის განცხადებით, მან ჰოლივუდის ფილმებით ისწავლა, როგორ გაექცეს პოლიციას.

ბრალდებულმა ციხიდან გაქცევა ორჯერ მოახერხა. ბოლოს ის 2018 წლის 1-ელ ივლისს რეოს ციხიდან გაიქცა, რაშიც თანამზრახველები დაეხმარნენ - მათ ფაიდი ვერტმფრენში ჩასვეს, რომელსაც მძევლად აყვანილი ინსტრუქტორი მართავდა. ციხიდან გასაქცევად მას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025