არჩილ თალაკვაძე - ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ გაარკვიოს, რა გეგმასთან აქვს საქმე

„იბერიასა“ და „ომეგა ჯგუფთან“ დაკავშირებით ცალსახად გამოჩნდა, რომ ხელისუფლების მხრიდან მედიისა და ბიზნესის საქმიანობებში ჩარევას ადგილი არ აქვს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და გაარკვიოს გამოძიებამ, რა გეგმასთან აქვს საქმე. „კიდევ ერთხელ მინდა საზოგადოებას ვუთხრა მკაფიოდ ერთი რამ, რომ „იბერიას“ და „ომეგასთან“ დაკავშირებულ საქმეზე ცალსახაა ერთი რამ, ხელისუფლებას მედიაში ჩარევის განზრახვა, სურვილი არ აქვს, არანაირ ჩარევას ადგილი არ ჰქონია, მომავალშიც ჩვენი გუნდი დარჩება მედიის დამოუკიდებლობის დამცველად. ასევე, შემიძლია გითხრათ ბიზნესზეც. როგორც ხედავთ, ამ ბიზნესში არანაირი დაინტერესება არ შეიძლება ჰქონოდა ხელისუფლებას და არანაირი ჩარევა არ ყოფილი ბიზნესის საზიანოდ, პირიქით, აქ საუბარია იმ ტელევიზიაზე და იმ ბიზნესზე, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში დაუბრუნდათ მესაკუთრეებს. ერთადერთი, რაშიც კიდევ რწმუნდება საზოგადოება, არის ის, რომ რეალურიად საქმე გვაქვს გადასახადების გადახდისგან თავის არიდების მცდელობასთან. ამ გადასახადებს სჭირდება გადახდა და ვერ იქნება დაშვებული პრეცედენტი ქვეყანაში, როდესაც სხვა კომპანიები პატიოსნად იხდიან და მეორე კომპანია გადასახადის გადახდას თავს არიდებს. რაც შეეხება ყიფიანის გამოკითხვას, ვფიქრობ, ახლა უნდა გამოიკითხოს ოქუაშვილი და ბოლომდე მოხდეს გამოძიება, ასეთ ორკვირიან ბრალდებაზე და ჩანაწერების სერიებად გამოქვეყნებაზე. ჩვენ პრინციპულად ვართ მომხრე, გამოიკითხოს ოქუაშვილი და გამოძიებამ დაადგინოს, რა გეგმა ჰქონდა ამ ადამიანს და რა გეგმასთან გვაქვს საქმე. ამ საქმეში ჩემთვის ნათელია სამი საკითხი, ხელისუფლებისგან მედიის მისაკუთრებას ადგილი არ აქვს, ადგილი არ აქვს ბიზნესში ჩარევას და ხელისუფლება ბოლომდე პრინციპულად დგას გადასახადების გადახდის პრინციპზე“, -განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს