საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტს ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ელჩი, გერტ-ჰაინრიხ არენსი და ანალიტიკოსი პოლიტიკურ საკითხებში გაბრიელა სკულოვა ესტუმრნენ, - ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტიდან აცნობეს.
მათივე ინფორმაციით, სტუმრებს უმასპინძლა ქართულ უნივერსიტეტში სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა, პატრიარქის ქორეპისკოპოსმა, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა. საუბარი შეეხო საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
მეუფე იაკობმა ხაზი გაუსვა ეუთო-ს მისიის მნიშვნელობას საქართველოში და მადლობა გადაუხადა ელჩს მისი ნაყოფიერი საქმიანობისთვის.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"