ზვიად ძიძიგური - ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია - ყველა ერთის წინააღმდეგ

ახლა მიმდინარეობს საარჩევნო კამპანია - ყველა ერთის წინააღმდეგ ეს კამპანია ნამდვილად არ ჩაიწერება საქართველოს პოლიტიკურ ისტორიაში, როგორც პოლიტიკური კულტურით გამორჩეული, - ასე აფასებს პარლამენტის ვიცე-სპიკერი ზვიად ძიძიგური წინასაარჩევნო კამპანიას.

„მესმის ეს ყველაფერი, მათ შორის შავი პიარიც კარგად მესმის, ამ შავი პიარითაც არ მგონია მოგებული დარჩეს ოპოზიცია, იმიტომ, რომ არ არსებობს ცუდი რამ, რასაც კარგი არ ახლდეს თან, ეს ჩვენი ამომრჩევლის მობილიზებას საკმაოდ უწყობს ხელს“, - განაცხადა „ტვ პირველის“ ეთერში ზვიად ძიძიგურმა.

მისი თქმით, მთელი ამ ხნის განმავლობაში სალომე ზურაბიშვილს ძალიან ბევრი შეურაცხყოფის ატანა უწევს. ამის მიუხედავად არასოდეს გადასულა ასეთი ტიპის მდარე შეტევებზე.

„ასეთი არ არის ქალბატონი სალომე, ნამდვილად არის გამაერთიანებელი, ნამდვილად იქნება ღირსეული პრეზიდენტი. ეს ძალიან კარგი რევერანსია ჩვენი ქართული ემიგრაციისთვისაც, რომელმაც ასი წლის წინ ქვეყნის დამოუკიდებლობა გამოაცხადა და ძალზე მნიშვნელოვანია სწორედ ის , რომ ქალბატონი სალომე თავის აქტიურ კამპანიას აწარმოებს, მოსახლეობასთან აქვს ძალინ მჭიდრო და სწორი ურთიერთობა და ვფიქრობ, რომ ეს კამპანია დამთავრდება ძალიან ლოგიკური შედეგით“, - განაცხადა ზვიად ძიძიგურმა.

07.07.2025 / 08:38

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 07.07.2025
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს