სერგი კაპანაძის შეფასებით, ლუგარის ლაბორატორიას არანაირი კავშირი არ აქვს არც ვირუსების წარმოებასთან, არც  ადამიანებზე ექსპერიმენტებთან

ლუგარის ლაბორატორიას არანაირი კავშირი არ აქვს არც ვირუსების წარმოებასთან, არც ადამიანებზე ექსპერიმენტებთან, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა სერგი კაპანაძემ რუსულ პროპაგანდაზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ლუგარის ლაბორატორიასთან დაკავშირებით რუსეთი ფაქტებს მოკლებულ ბრალდებებს ავრცელებს.

„ბოლო დროს გააქტიურებული ერთ-ერთი საკითხი სწორედ ლუგარის ლაბორატორიის თემაა, რომელიც რუსეთის მხრიდან მომდინარეობს ყველანაირ ფაქტებს მოკლებულ, უბრალოდ პროვოკაციების და ბრალდებების რეჟიმში. კიდევ ერთხელ ვამბობ, ყველამ კარგად იცის თუ რა არის ეს ლაბორატორია, მას არანაირი კავშირი არ აქვს არც ვირუსების წარმოებასთან, არც მითუმეტეს ადამიანებზე ექსპერიმენტებთან. რუსეთმა ასეთი გზა აირჩია ბოლო წლების განმავლობაში, ყველაზე უაზრო და აბსურდულ ბრალდებებს ისვრის და შემდეგ ცდილობს, რომ დააჯეროს თავისი მოსახლეობა. განსაკუთრებით აქტუალურია ეს ჩვენთვის, რადგან ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები მოსახლეობა პირდაპირ არის მოწყვლადი ამ სრულიად უგვანო პროპაგანდის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ.

როგორც რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეიარაღების გაუვრცელებლობისა და კონტროლის საკითხების დეპარტამენტის დირექტორმა ვლადიმერ ერმაკოვმა განაცხადა, რუსეთი საკუთარ საზღვრებთან ამერიკელების მიერ ბიოლოგიური ექსპერიმენტების ჩატარებას არ დაუშვებს.

„ჩვენ არაერთხელ გვითქვამს ამერიკელებისთვის, რომ არ დავუშვებთ მათი სამხედრო ბიოლოგების გაურკვეველ საქმიანობას რუსეთის საზღვრებთან“, - განაცხადა ერმაკოვმა.

შეგახსენებთ, რომ 11 სექტემბერს, მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე საქართველოს სახელმწიფო უშიშროების ყოფილმა მინისტრმა იგორ გიორგაძემ განაცხადა, რომ აშშ-ს პრეზიდენტს დონალდ ტრამპს წერილით მიმართა, რათა გამოიძიოს რიჩარდ ლუგარის სახელობის ლაბორატორიის საქმიანობა, რომელშიც, მისი თქმით, ადამიანებზე ლეტალურ ექსპერიმენტებს ატარებენ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა