სალომე ზურაბიშვილი - მზად ვარ,  შევხვდე არასამთავრობოებს, რადგან ამ სექტორს არათუ დიდ პატივს ვცემ,  არამედ, როგორც პრეზიდენტს, დამჭირდება მათთან ურთიერთობა

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი მზადაა არასამთავრობო ორგანიზაციებს შეხვდეს. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა. სალომე ზურაბიშვილი მიიჩნევს, რომ არასამთავრობო სექტორმა, განსაკუთრებით კი ქალთა უფლებებზე მომუშავე ორგანიზაციებმა აუცილებლად უნდა მოახდინონ რეაგირება იმ სიძულვილზე, რომელიც ქალი კანდიდატის წინააღმდეგ მიმდინარეობს.

"როცა სიძულვილის ენა არის გამოყენებული ქალის მიმართ, ალბათ, საჭიროა ვინც ქალთა უფლებებს იცავს ამაზე რეაქცია ჰქონდეს. მე მსგავსი რეაქცია არ მომისმენია. მეორე მხრივ, მე მგონია, რომ როცა საარჩევნო კამპანია მიმდინარეობს, მოდის ცილისწამება, რომელსაც არ აქვს საფუძველი, მზად ვარ, შევხვდე არასამთავრობო ორგანიზაციებს, რადგან მე არათუ დიდ პატივს ვცემ არასამთავრობო სექტორს, არამედ, როგორც პრეზიდენტს დამჭირდება მათთან ურთიერთობა", - აღნიშნა ზურაბიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ არასამთავრობო ორგანიზაციებმა სალომე ზურაბიშვილს მოუწოდეს, ქსენოფობიური განცხადებებისგან თავი შეიკავოს.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს