ნინო ლომჯარია - მირზა სუბელიანი არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში, თუმცა მის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი

მირზა სუბელიანის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. შესაბამისად, როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში თავიდან იყოს აცილებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებს გლდანის მე-8 პენიტენციური დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ განუცხადა.

მისი თქმით, მირზა სუბელიანს შეკითხვები ბოლო დღეებში გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებთან დაკავშირებითაც დაუსვა, თუმცა მას ამაზე საუბარი არ სურს. "ბუნებრივია, როდესაც ბოლო ორი დღის განმავლობაში გავრცელდა რამოდენიმე ჩანაწერი მისი მონაწილეობით, ამას მოჰყვა მისი მხრიდან გუშინ საღამოს თვითმკვლელობის მცდელობა. ბუნებრივია, ჩემი აქ მოსვლის მიზეზი იყო, დამედგინა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რა ზომები გატარდა, რამდენად არის დაცული მისი სიცოცხლე და უსაფრთხოება. რა თქმა უნდა, შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება, იქიდან გამომდინარე, რომ მისი პიროვნების გარშემო, ამ ჩანაწერებს, ძალიან დიდი პოლიტიკური რეზონანსი მოჰყვა და შევთავაზე სახალხო დამცველის დახმარება - თუ რაიმე აქვს მას სათქმელი ჩვენთვის. ძირითადად ამაზე იყო საუბარი. დავუსვი მას კითხვები, თუმცა ჩანაწერებთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება მას არ სურს. ძირითადად საუბრობს ხორავას ქუჩის საქმეზე და იმის შესახებ, რომ ძალიან განიცდის მომხდარს და თანაუგრძნობს ოჯახებს. რაც შეეხება მის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ჩვენ გადავამოწმეთ და ის უკვე ჩართო ციხის ადმინისტრაციამ სუიციდის პრევენციის პროგრამაში.

მის მიმართ მეთვალყურეობა ხორციელდება და არის დაცვა უზრუნველყოფილი. ვადასტურებ, რომ არის მძიმე ემოციურ მდგომარეობაში. შესაბამისად, როგორც გვითხრეს, ტარდება ყველაფერი, რომ მსგავსი შემთხვევა მომავალში თავიდან იყოს აცილებული", - განაცხადა ნინო ლომჯარიამ.

კითხვაზე, იცოდა, თუ არა მირზა სუბელიანმა, რომ მიმდინარეობდა საუბრის ჩაწერა, რომელიც შემდეგ მედიაში გავრცელდა, სახალხო დამცველმა განაცხადა, რომ კონკრეტულ კითხვებზე პასუხები არ ყოფილა და სუბელიანს არც აქვს სურვილი ამაზე სახალხო დამცველმა საჯაროდ ისაუბროს.

ლომჯარიას განაცხადებით, იგი დაინტერესდა, ხომ არ ხორციელდებოდა სუბელიანიანზე რაიმე ტიპის ზეწოლა, რაზეც სუბელიანმა განუცხადა, რომ "მასზე ზეწოლის განხორციელება შეუძლებელია".

იხილეთ ვიდეო: მირზა სუბელიანი ციხეში ომბუდსმენმა მოინახულა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ნებისმიერი დონის არჩევნების ბოიკოტი გამოუსწორებელი შეცდომაა
ქართული პრესის მიმოხილვა 19.06.2025
Herbalife „დაბალანსებული კვების“ კატეგორიაში ოქროს ბრენდის გამარჯვებული ზედიზედ მეოთხედ გახდა
აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტში მოსწავლეთა და სტუდენტთა ერთობლივი კონფერენცია: „ახალგაზრდები და მომავლის განათლება - გზავნილი ხელოვნური ინტელექტის (AI) ეპოქიდან“ გაიმართა
სუხიშვილები არქელებისთვის – გრანდიოზული საღამო მხოლოდ არქის მცხოვრებლებისთვის
UGSPN-ის ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია წელს ევროპის საკითხს მიეძღვნა
100%-ით ნატურალური ქართული ლიმონათი მხოლოდ „ბორჯომისგან“ ახლა უკვე შუშის პრემიუმ შეფუთვაში