მარია ზახაროვა - ნატო ფართოვდებოდა, ფართოვდება და კვლავაც აპირებს გაფართოებას, ვის წინააღმდეგ, ეს ხომ ყველას კარგად ესმის

თქვენ ხომ ძალიან კარგად გესმით, რას წარმოადგენს ნატო - ეს პეპლების მოყვარულთა ან ფილატელისტების კლუბი არაა, - ამის შესახებ მოსკოვი-თბილისი- ტალინი-კიშინიოვის ვიდეოპრესკონფერენციის მსვლელობისას რუსეთის საგარეო უწყების ოფიციალურმა წარმომადგენელმა მარია ზახაროვამ განაცხადა.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა "ადეკვატური" ზომების მიღებით ემუქრება რუსეთი საქართველოს ალიანსში გაწევრიანების შემთხვევაში, ზახაროვამ აღნიშნა, რომ ნატო არის სამხედრო ბლოკი, რომლის მიზანსაც, ახლა უკვე ოფიციალურ გაცხადებულ მიზანს, რუსეთის ფედერაცია წარმოადგენს.

"აღარ არსებობს საბჭოთა კავშირი, საბჭოთა კავშირის კომუნისტური პარტია, საბჭოთა რესპუბლიკებმა უკვე დამოუკიდებლობა მოიპოვეს. აღარ არსებობს ვარშავის ხელშეკრულება ან რამე სხვა სამხედრო ბლოკი პოსტსაბჭოთა სივრცეში, რომელიც ნატოს მიმართ აგრესიულ პოლიტიკას ან რიტორიკას გაატარებდა. მაგრამ ნატო კვლავ არსებობს. ნატოს მიზნები, კონცეფციები და მუშაობის მეთოდებიც იგივე დარჩა. ნატოს წევრების რაოდენობა გაიზარდა. ნატო ფართოვდებოდა, ფართოვდება და კვლავაც აპირებს გაფართოვდეს. ვის წინააღმდეგ? ეს ხომ ყველას კარგად ესმის", - განაცხადა ზახაროვამ.

თამარ გაბუნია - ეპიდემიის გავრცელების მაჩვენებელი ჯერ კონტროლის ფარგლებში რჩება, თუმცა გარკვეული შერბილებების შემდეგ, რაღაცნაირად მოვდუნდით
ზვიად კირტავა - მთავარია, ყველა მოქალაქემ გააცნობიეროს - თუ სწორად მოექცევა ჯანმრთელობას, სამუშაოს და ბიზნესსაც შეინარჩუნებს, თუ წესებს დაივიწყებს, ყველას და ყველაფერს რისკის ქვეშ დააყენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 01.06.2020
"დიჯიტალ ტვ" საიუბილეო აქციას იწყებს
„დრესაპ ჯგუფის“ მაღაზიები გაიხსნა