სულხან სალაძე  პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე -  რატომ მოხდა ახლა ბრალის წაყენება, როდესაც 2016 წელს არსებობდა ექსპერტიზის დასკვნა?

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” თავმჯდომარის, სულხან სალაძის შეფასებით, ბადრი პატარკაციშვილის საქმეზე ახლა მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით არსებობს ერთი შეკითხვა, თუ რატომ მოხდა კუდ-ის ყოფილი მაღალჩინოსნებისთვის ბრალის წაყენება მაშინ, როცა 2016 წელს ექსპერტიზის დასკვნა უკვე დაიდო და სასამართლოს გადაწყვეტილებაც მიღებულია.

„ცხადია, ყველა საქმეზე უნდა იყოს როგორც დასკვნა, ისე სასამართლოს გადაწყვეტილება, მაგრამ რატომ ახლა, ეს კითხვა არის აბსოლუტურად ლეგიტიმური”,- აღნიშნა სულხან სალაძემ.

ბადრი პატარკაციშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე ბრალი კუდ-ის ყოფილ მაღალჩინოსნებს ლევან ქარდავას, რევაზ შიუკაშვილსა და გიორგი მერებაშვილს აქვთ წაყენებული.

სამი ბრალდებულიდან საგამოძიებო უწყების წარმომადგენლებმა მხოლოდ მერებაშვილი დააკავეს, რომლის მიმართაც აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე სასამართლო დღეს იმსჯელებს.

რაც შეეხება დანარჩენ ორ ბრალდებულს, ლევან ქარდავას და რევაზ შიუკაშვილს სხვა სისხლის სამართლის საქმეებზე, უკვე თავისუფლების აღკვეთა აქვთ შეფარდებული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა