„თბილსერვის ჯგუფმა“ კანონდარღვევით გაკრული პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო

„თბილსერვის ჯგუფმა“ დედაქალაქის მასშტაბით, კანონდარღვევით გაკრული საარჩევნო პლაკატების ჩამოხსნა დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ დედაქალაქის მერიიდან აცნობეს, აღნიშნული სამუშაოები პირველ ეტაპზე, ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში მიმდინარეობს და თბილისის ათივე რაიონში განხორციელდება.

„დავგეგმეთ და ვახორციელებთ დედაქალაქის ტერიტორიაზე სააგიტაციო მასალების ჩამოხსნის ღონისძიებას. ეს ის ადგილებია, სადაც საარჩევნო პლაკატების გაკვრა აკრძალულია. ვფიქრობთ, რომ აღნიშნული ღონისძიება დაახლოებით, ორი-სამი დღის განმავლობაში დასრულდება“, - განაცხადა „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორმა ლევან ჯღარკავამ.

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღეს, მთავრობის სხდომაზე „თბილსერვის ჯგუფს“ უკანონოდ გაკრული პლაკატებისგან სხვადასხვა ლოკაციის გასუფთავება და მოწესრიგება დაავალა.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს