ლაშა ტუღუში მის წინააღმდეგ იგორ გიორგაძის საჩივარზე - დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროცესს მოვიგებთ

დარწმუნებული ვარ, ჩვენ ამ პროცესს მოვიგებთ, - ამის შესახებ მედიაექსპერტმა ლაშა ტუღუშმა სასამართლო სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც ლაშა ტუღუშმა აღნიშნა, არ ფიქრობს, რომ იგორ გიორგაძის წარსულისა და აწმყოს გათვალისწინებით ინგლისურენოვან გამოცემაში Dfwatch გამოქვეყნებული სტატიით უშიშროების ყოფილი მინისტრის, ღირსება შეილახა. აქედან გამომდინარე, ტუღუში ამბობს, რომ თავის პოზიციას ბოლომდე დაიცავს. ამასთან, მედიაექსპერტი გიორგაძის დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილ არგუმენტაციას არასერიოზულად მიიჩნევს.

„მხარეებს ჩვენი პოზიციები გვაქვს. მოსამართლემ შემოგვთავაზა მშვიდობიანი მორიგება და პროცესის რაღაც პრინციპებით დასრულება, თუმცა ჩვენ მიგვაჩნია, რომ ვართ მართლები და ბოლომდე მივყვებით ამ პროცესს. არანაირად არ ვფიქრობთ, რომ ჩვენ შევლახეთ ვინმეს პატივი და ღირსება. მით უფრო ამას ვერ ვიფიქრებთ იმ წარსულიდან და აწმყოდან გამომდინარე, რომელიც აქვს ბატონ გიორგაძეს. ამას ჩვენ ყოველდღიურად ვხედავთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ მართლები და ბოლომდე დავდგებით ამ პოზიციაზე. არასერიოზული მგონია ის არგუმენტები, რომლებიც ადვოკატებმა არგუმენტებად მოიყვანეს, თითქოს, ინტერნეტმედია არ არის მედია. მათ არგუმენტები მოჰყავთ, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ მაუწყებელი. ეს არის აბსოლუტურად არასერიოზული არგუმენტები იმიტომ, რომ მაუწყებელს აქვს თავისი წესი და ინტერნეტმედიას აქვს თავისი წესი. ამის ერთ ქვაბში მოხარშვა აბსოლუტურად გაუგებარია. მათ ეს არ ესმით, რატომღაც“, - განაცხადა ლაშა ტუღუშმა.

შეგახსენებთ, უშიშროების ყოფილი მინისტრი იგორ გიორგაძე მედიაექსპერტ ლაშა ტუღუშს ინგლისურენოვან გამოცემაში "DFwatch" გამოქვეყნებული სტატიის გამო უჩივის. აღნიშნული გამოცემის ხელმძღვანელი თავად ლაშა ტუღუშია, სადაც 2017 წელს გამოაქვეყნა სტატია და მასში აღწერილი იყო საქართველოს ყოფილ პრეზიდენტზე, ედუარდ შევარდნაძეზე თავდასხმა.

ოლექსი რეზნიკოვი - რუსეთი სინამდვილეში ქაღალდის ვეფხვია
ქართული პრესის მიმოხილვა 05.06.2025
კახა გოგოლაშვილი - ხელისუფლების მხრიდან საქმე გვაქვს ავტორიტარიზმის კონსოლიდაციასთან, მცდელობასთან, რომ ქვეყანაში დემოკრატია საბოლოოდ დასრულდეს და მოხდეს საქართველოს აზერბაიჯანიზაცია
„ვისოლის“ გათამაშებაში მეორე წყვილი ავტომობილი BMW X1 თბილისში მოიგეს
Heineken და „ზედაზენი“ - ახალი სტრატეგიული თანამშრომლობა საქართველოს ბაზარზე
Samsung Bespoke AI - ინოვაციური ტექნოლოგიებით აღჭურვილი მაცივარი
STEAM Challenge Georgia - ეროვნული სასწავლო ოლიმპიადის გამარჯვებულები გამოვლინდნენ
ისტორიის გაცოცხლება - „კარფური“ უნიკალურ პროექტს ახორციელებს
თბილისში მასშტაბური საფეხბურთო ფორუმი ჩატარდება