რეგიონებში სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო სამუშაოებისთვის 4 800 000 ლარი გამოიყო

სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები გამოყო. შესაბამისი განკარგულება საქართველოს მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნდა და ხელს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე აწერს. დაფინანსება გამოიყო შემდეგი მუნიციპალიტეტებისთვის: დუშეთი, ლენტეხი, მცხეთა, ლანჩხუთი, თიანეთი და ცაგერი.

„მიმდინარე წელს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან საპროექტო დოკუმენტაციის მომზადების, სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის მუნიციპალიტეტებს გამოუყოს არა უმეტეს 3 800 000 ლარი, კერძოდ: დუშეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 1 000 000 ლარი; ლენტეხის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 1 000 000 ლარი, მცხეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 800 000 ლარი, ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 600 000 ლარი, თიანეთის მუნიციპალიტეტი - არა უმეტეს 400 000 ლარი.

გარდა ამისა, 2017 წლის 19-25 დეკემბერს მომხდარი სტიქიის შედეგად მიყენებული ზიანის სალიკვიდაციო ღონისძიებების განხორციელების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ „საქართველოს 2018 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სამშენებლო სამუშაოებისა და მასთან დაკავშირებული საქონლისა და მომსახურების შესყიდვისთვის ცაგერის მუნიციპალიტეტს გამოუყოს არა უმეტეს 1 000 000 ლარი“, - ნათქვამია განკარგულებაში.

ავთანდილ  წულაძე - ტრამპიც და პუტინიც ჩიხურ სიტუაციაში არიან აღმოჩენილი, რაც მათ აიძულებს თავიანთ მოქმედებაში მეტი შეცდომა დაუშვან, სწორედ ამაზეა ჩინეთის გათვლა
ქართული პრესის მიმოხილვა 21.05.2026
Colliers International Georgia-მ მტკვრის მარცხენა სანაპიროს უძრავი ქონების ფუნქციური ანალიზი განახორციელა
„არქიმ“ 200,000 ლარზე მეტი ღირებულების მარადმწვანე ხის ნერგები ქალაქ რუსთავს საჩუქრად გადასცა
როგორ უნდა შევქმნათ პლასტმასისგან თავისუფალი და ეკო-მეგობრული ოფისი
„პსპ ფარმა“ თბილისის მუნიციპალიტეტის ბენეფიციარებს მედიკამენტებს კვირის ნებისმიერ დღეს ფასდაკლების დღეების ფასად მიაწვდის
თიბისის კონცეპტის მხარდაჭერით ZEG Storytelling Festival გაიმართება
სილქნეტის მომხმარებლები მოგზაურობისას ახალი „როუმინგ პასის“ შეთავაზებით ისარგებლებენ
ჩინეთისა და აშშ-ის ლიდერებს შორის შეხვედრამ მსოფლიოს სტაბილურობა და დარწმუნებულობა შესძინა
ენერგოეფექტურობა - NMG-ის სტრატეგიული არჩევანი
„ბიოგრაფი ლივინგის“ პირველი დეველოპერული პროექტის - „საკენი“ მონოლითური სამუშაოები დათქმულ დროს დასრულდა