მოთხოვნა მშენებარე ბინებზე ყოველდღიურად იზრდება. ამ მხრივ ერთ-ერთი გამორჩეული უბანი დიღმის მასივია, შესაბამისად, ამ უბანში უამრავი სამშენებლო პროექტების არჩევანია.
მიუხედავად მრავალი მშენებლობისა დიღმის მასივში, ერთ-ერთი გამორჩეული პროექტი ამ უბანში არის სამშენებლო კომპანია არქის პროექტი - არქი ვუდი, როგორც უმაღლესი ხარისხის მშენებლობით, ასევე განსაკუთრებული არქიტექტურით. პროექტის ფასადი მოპირკეთებული იქნება Weinerberger-ის ბელგიური აგურით, რაც განსხვავებულ ექსტერიერს შეძენს არქი ვუდს. პროექტი შენდება გერმანული, ენერგოეფექტური Ytong-ის ბლოკით, რომელიც არის ეკოლოგიურად სუფთა და არ იწვის 4 საათის განმავლობაში. გარდა ამისა, მშენებლობის პროცესში გამოიყენება გერმანული ბრენდის, Heidelberg-ის ცემენტი და ასევე გერმანული ბრენდის, Knauf-ის თაბაშირ-მუყაო.
ეკოლოგიურად სუფთა სამშენებლო მასალები და უმაღლესი ხარისხის მშენებლობა ყოველთვის იყო არქის პრიორიტეტი. სწორედ ამიტომ, 2018 წლიდან ბინები არქის ყველა პროექტში პრემიუმ კარკასით ბარდება. პრემიუმ კარკასი ინოვაციური შეთავაზებაა საქართველოს სამშენებლო ბაზარზე, რაც მოიაზრებს სრულ თეთრ კარკასს დამატებული გათბობის მილები და დაბალემისიური მინები, რომელიც დამატებით 30%-ით ამცირებს თბოგამტარობას და შესაბამისად, ზოგავს კომუნალურ გადასახადებს. ამას კიდევ ემატება Ytong-ის ენერგოეფექტური ბლოკი, რაც კიდევ 40%-ით ამცირებს ენერგიის ხარჯვას.
ვინაიდან არქი ვუდი თბილისის ერთ-ერთ ყველაზე გამწვანებულ უბანში მდებარეობს, გასაკვირი არაა, რომ პროექტის ტერიტორიაზე 60-ზე მეტი ძირი არსებული, მრავალწლიანი ნაძვია. ამას ბუნებრივია პროექტის დასრულებისას კიდევ დაემატება არქის ეზოს პროექტით გათვალისწინებული გამწვანებები. ჯამში არქი ვუდში 3 000კვ.მ. რეკრეაციული ზონა იქნება, სადაც #არქელებს შეეძლებათ დასვენება და განტვირთვა სამუშაო კვირის შემდეგ. 3 დონიანი მიწისქვეშა ავტოსადგომი 165 მანქანაზეა გათვლილი, რაც დაგავიწყებთ ავტომობილის გაჩერებასთან დაკავშირებულ პრობლემებს.
მშენებარე ბინები დიღმის მასივში ძალიან დიდი მოთხოვნით სარგებლობს. არქი ვუდი კი სწორედ მათთვისაა, ვინც ეძებს ხარისხიან მშენებლობასა და კომფორტულ გარემოს.
(R)
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"