სახვითი ხელოვნების მუზეუმში ჭადრაკის ფედერაცია 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის ანგარიშს დღეს წარადგენს. როგორც „ინტერპრესნიუსს“განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროდან აცნობეს, ღონისძიებას მინისტრი მიხეილ ბატიაშვილი დაესწრება.
საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, რომელიც ამავადრულად იყო ჭადრაკის ოლიმპიადის საორგანიზაციო ჯგუფის ხელმძღვანელი, ბათუმში ჩატარებულ ოლიმპიადას შეაჯამებს, როგორც საორგანიზაციო, ისე სპორტული თვალსაზრისით. გია გიორგაძე მადლობის სიგელებს გადასცემს საორგანიზაციო ჯგუფის თანამშრომლებს და ტურნირის მხარდამჭერ კომპანიებს.
ოლიმპიადაზე საქართველოს ქალ მოჭადრაკეთა ნაკრებმა წარმატებით იასპარეზა და ბრინჯაოს მედლები მოიპოვა.
ჭადრაკის ფედერაციის მიერ დასახული ამოცანა წარმატებით გადაჭრა ქალთა მეორე ნაკრებმაც, რომელიც ტურნირზე მე-14 ნომრად იყო განთესილი და საბოლოოდ მე-9 ადგილი დაიკავა. მთლიანობაში საქართველო ოლიმპიადაზე 6 გუნდით წარდგა.
ახლახანს, საქართველოს ნაკრების მოჭადრაკეებით დაკომპლექტებულმა გუნდმა წარმატებით იასპარეზა ევროპის საკლუბო პირველობაზეც. ბათუმის „ნონამ“ საბერძნეთში გამართულ საკლუბო ჩემპიონატზე მეორე ადგილი და ვერცხლის მედლები მოიპოვა.
v-if="article.gallery" v-html="article.gallery"