მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე - ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი

მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე -  ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი

მარნეულის საარჩევნო ოლქში ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცედურა კანონის წესის დაცვით 8 საათზე დაიწყო, - ამის შესახებ მარნეულის 22-ე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ კობა ასანიძემ ჟურნალისტებს განუცხადა. მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე მხოლოდ ერთი საჩივარია დაწერილი.

„მარნეულის საარჩევნო ოლქში დარეგისტრირებულია 99 170 ამომრჩეველი. 90 საარჩევნო უბანია. 07:00 საათზე ყველა უბანი გახსნილი იყო კანონის ყველა წესის დაცვით. 08:00 საათზე კი ყველა უბანზე ხმის მიცემის პროცესი დაიწყო.

პროცესი შეუფერხებლად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ოლქში შემოიტანეს მხოლოდ ერთი საჩივარი. კონვერტები უფრო მეტი იყო უბანზე ვიდრე ბიულეტინი, თუმცა ეს კანონით დაშვებულია", - განაცხადა კობა ასანიძემ.