ხარაგაულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე - საარჩევნო პროცესი ყველა უბანში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

ხარაგაულის საარჩევნო ოლქის თავმჯდომარე - საარჩევნო პროცესი ყველა უბანში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს

ხარაგაულში საარჩევნო პროცესი ყველა უბანში ხარვეზების გარეშე მიმდინარეობს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ #48 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარემ გია ცისკაძემ განუცხადა.

მისი თქმით, ყველა უბანში პირველი ამომრჩეველი საარჩევნო უბნის გახსნიდან პირველივე წუთებში მივიდა და ხმის მიცემის პროცესი მშვიდ ვითარებაში დაიწყო.

ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ საუბნო საარჩევნო კომისიების წევრები ოპოზიციური პარტიებიდან უბანზე არ გამოცხადდებოდნენ. გია ცისკაძის განცხადებით, ეს ინფორმაცია არ გამართლდა.