ბათუმში, მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში,  მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შსს-მ გამოძიება დაიწყო

ბათუმში, მე-9 უბანთან მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. უწყების ინფორმაციით, ფაქტზე შეტყობინება მოქალაქეების მხრიდან შევიდა.

„მოქალაქის მიერ შემოსული შეტყობინების საფუძველზე, ბათუმის საქალაქო სამმართველოში დაიწყო გამოძიება 162-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტზე, რაც კენჭისყრის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას გულისხმობს",- აცხადებენ შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ ბათუმში მე-9 უბანთან ინციდენტი მოხდა. როგორც გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებმა განაცხადეს, „ქართული ოცნების" აქტივისტები მოქალაქეებს ხმის მიცემის სანაცვლოდ ფულს გადასცემდნენ, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.