დავით კირკიტაძის განცხადებით, რამდენიმე უბანთან სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრიანი სამოსით პირები აგიტაციას ეწეოდნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, გრიგოლ ვაშაძის საარჩევნო შტაბის წარმომადგენლის დავით კირკიტაძის განცხადებით, რამდენიმე უბანთან, გარე ტერიტორიაზე, კერძოდ რუსთავის #10, #11, #14 და #15, სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო ნომრიანი სამოსით პირები აგიტაციას ეწეოდნენ. მისივე ინფორმაციით, ასევე უბნებთან 48- ნომრიანი პლაკატიანი ავტომანქანებიც არის განთავსებული.
რუსთავის საოლქო საარჩევნო კომისიაში აცხადებენ, რომ აღნიშნული უბნების შიდა პერიმეტრზე აგიტაციის ან ზეწოლის ფაქტი არ დაფიქსირებულა, უბნის გარე ტერიტორიას რაც შეეხება, სააგიტაციო მასალის განთავსება დარღვევას არ წარმოადგენს.

























