დავით გაბაიძე - ხმა მივეცი საქართველოს ბედნიერ მომავალს

დავით გაბაიძე  -  ხმა მივეცი საქართველოს ბედნიერ მომავალს

ხმა მივეცი საქართველოს ბედნიერ მომავალს, - ამის შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დავით გაბაიძემ საკუთარი არჩევანის დაფიქსირების შემდეგ განაცხადა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოდან აცნობეს, საპრეზიდენტო არჩევნებზე გაბაიძე მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად მივიდა.

„ხმა მივეცი მშვიდობასა და ჩვენი ქვეყნის განვითარებას, პრეზიდენტობის იმ კანდიდატს, რომელიც ყველაზე მეტად შეძლებს ქვეყნის ახალი კონსტიტუციით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებსა და პასუხისმგებლობის გათავისებას, - განაცხადა დავით გაბაიძემ, რომელმაც საკუთარი არჩევანი ბათუმის 49-ე საარჩევნო უბანზე გააკეთა.