აკაკი ზოიძე - თუ რაღაც ცალკეული უმნიშვნელო დარღვევებია, არ არის გასაკვირი, რადგან ასი ათასობით ადამიანი აკეთებს არჩევანს

თუ რაღაც ცალკეული უმნიშვნელო დარღვევებია, არ არის გასაკვირი, რადგან ასი ათასობით ადამიანი აკეთებს არჩევანს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა აკაკი ზოიძემ ჟურნალისტებს მარნეულში განუცხადა.
აკაკი ზოიძის თქმით, ამ ეტაპზე საარჩევნო პროცესი მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს.
„არჩევნები მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. საერთოდ მშვიდობას ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენს ქვეყანაში ერთიანობით და გვერდში დგომით გავაკეთოთ ყველაფერი, მათ შორის პოლიტიკა. თუ რაღაც ცალკეული უმნიშვნელო დარღვევებია, არ არის გასაკვირი, რადგან ასი ათასობით ადამიანი აკეთებს არჩევანს. მაგრამ ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ქართველ ხალხს არჩევანში უარი ვუთხრათ.
მარნეული, ისევე როგორც მთელი საქართველო, ევროპულ მომავალს უჭერს მხარს“, - განაცხადა აკაკი ზოიძემ.

























