ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 12:00 საათის მონაცემებით, 12 საჩივარი შევიდა

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 12:00 საათის მონაცემებით, 12 საჩივარი შევიდა

ქუთაისის #59-ე საოლქო საარჩევნო კომისიაში, 12:00 საათის მონაცემებით, 12 საჩივარი შევიდა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საოლქო კომისიაში განუცხადეს. ოთხი საჩივარი ორმა არასამთავრობო ორგანიზაციამ საია-მ და „სამართლიანმა არჩევნებმა" დაწერეს, ოთხი საჩივარი შეიტანა საოლქო კომისიაში „ნაციონალურმა მოძრაობამ", დანარჩენი სამი კი საარჩევნო სუბიექტებმა შეადგინეს.

საჩივრები ძირითადად კენჭისყრის დროს გამოვლენილ პროცედურულ დარღვევებს შეეხება. მათ შორის, საჩივრები დაიწერა მარკირების გარეშე ხმის მიცემის, ბიულეტენების ჩაყრასა და გადასატან ყუთთან დაკავშირებით დაფიქსირებულ დარღვევებზე.