12:00 საათის მონაცემებით, ქუთაისში არჩევანი 22 584-მა ამომრჩეველმა გააკეთა

ქუთაისში, 12:00 მონაცემებით, არჩევანი 22 584–მა ამომრჩეველმა გააკეთა, რაც რეგისტრირებული ამომრჩევლის დაახლოებით, 14%-ია. ამის შესახებ ინფორმაცია 59–ე საოლქო კომისიის თავმჯდომარემ ავთანდილ ოსეფაიშვილმა გაავრცელა. მისი თქმით, აქტივობა მაღალია და მნიშვნელოვნად აჭარბებს თვითმმართველობის არჩევნების ამ დროის მონაცმეებს.
მისივე თქმით, ამ დროისთვის ოლქში 21 საჩივარია დაწერილი. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევაზეა.

























