ქუთაისში, 118-ე საარჩევნო უბანზე არსებულ სამაგიდო სიაში ამომრჩეველმა 5 წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა

ქუთაისში 118-ე საარჩევნო უბანზე არსებულ სამაგიდო სიაში ამომრჩეველმა ხუთი წლის წინ გარდაცვლილი შვილი აღმოაჩინა. როგორც თამარ ლომსაძე განმარტავს, მაშინ, როცა სიაში საკუთარ თავს ეძებდა, შვილის ფოტო დაინახა და კომისიას დაუყონებლივ ფაქტზე რეაგირება მოსთხოვა.
ამომრჩეველი ითხოვს, რომ გაუქმდეს ბიულეტენი.
მისივე განმარტებით, გარდაცვლილი ბიჭი კედლის სიაში არ ფიქსირდება, თუმცა დავით ლომსაძის სახელი გვარი სამაგიდო სიაში აღმოჩნდა. კომისიის თავმჯდომარის თქმით, დაინტერესებულმა პირმა ცესკო-ს უნდა მიმართოს, რადგან ფაქტზე რეაგირება მათ კომპეტენციაში არ შედის.

























