საია - გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა

„ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, გორში ამომრჩეველმა მოითხოვა, შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა და უარის თქმის შემდეგ სამაგიდო სია დააზიანა, - ამის შესახებ საიას თავმჯდომარემ სულხან სალაძემ არასამთავრობო ორგანიზაციების შტაბში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისივე თქმით, ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 39 საჩივარი უბანზე, 29 ოლქში და დააფიქსირეს 21 შენიშვნა.
„გორის #96 საარჩევნო უბანზე ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა. ამომრჩეველმა მოითხოვა, რომ შვილის ნაცვლად მიეღო არჩევნებში მონაწილეობა, რაზეც საუბნო საარჩევნო კომისიამ კანონის თანახმად, უარი განუცხადა. უარით გაღიზიანებულმა ამომრჩეველმა სამაგიდო სია დააზიანა“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

























