„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ე.წ. კარუსელის მცდელობას ჰქონდა ადგილი

„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით,  მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე  ე.წ. კარუსელის მცდელობას ჰქონდა ადგილი

„ევროპული საქართველოს“ მტკიცებით, მარნეულის 29-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა ე.წ. კარუსელის მცდელობას. როგორც „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა ბესიკ დონაძემ „ინტერპრესნიუსს“ განუცხადა, საარჩევნო უბანზე გამოცხადდა პირი, რომელიც მეორედ ცდილობდა ხმის მიცემას. მისივე თქმით, მათ ამ მოქალაქეს ჩამოართვეს ბიულეტენი, სადაც 48 ნომერი იყო შემოხაზული და გაანადგურეს. დონაძის ინფორმაციით, ფაქტზე რეაგირებისთვის სამართალდამცავებსაც გამოუძახეს.

საპირისპიროს ამტკიცებს 29-ე უბნის თავმჯდომარე. აიაზ ხუდიევის ინფორმაციით, აღნიშნული მოქალაქე უბანზე პირველად იმყოფებოდა და მისთვის გაურკვეველია თუ რატომ არ მისცეს მოქალაქეს ხმის მიცემის საშუალება.