15:00 საათისთვის, ხარაგაულში ამომრჩეველთა აქტივობა 33%-ია

ხარაგაულში ამომრჩეველთა აქტიურობა 33 %-ია. #48-ე ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიის მდივნის, მაყვალა სულაქველიძის განცხადებით, 15:00 საათისთვის არჩევნებში მონაწილეობა 6 064-მა ამომრჩეველმა მიიღო.
ეს ხარაგაულის საარჩევნო ოლქში რეგისტრირებული ამომრჩევლების 33.12%-ია. 12:00 საათისთვის ხარაგაულში არჩევნებზე 4 726 ამომრჩეველი იყო მისული, რაც 24.08 % -ია.

























