ხატია დეკანოიძე და ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი საარჩევნო უბანზე ერთმანეთს სიტყვიერად დაუპირისპირდნენ

ყვარლის 20-ე საარჩევნო უბანზე სიტყვიერი და დაპირისპირება მოხდა. ერთმანეთს ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი როსტომ სესიაშვილი და "ნაციონალური მოძრაობის“ წევრი" ხატია დეკანოიძე დაუპირისპირდნენ.
მხარეებს შორის შეკამათება მას შემდეგ დაიწყო,რაც დეკანოიძემ სესიაშვილს საარჩევნო უბნის დატოვებისკენ მოუწოდა. "საარჩევნო უბანთან ყვარლის მერი მთელი თავისი ადმინისტრაციული რესურსით, დეპარტამენტის უფროსებით ჩართულია საარჩევნო აგიტაციაში. პირდაპირ შესასვლელთან იდგნენ ის და მისი მაღალჩინოსნები. ყველას მიუთითებდა ვისთვის უნდა მიეცა ხმა, რაც არის ამომრჩეველზე ზეწოლა. ეს არის კანონდარღვევა. ეს მხოლოდ ყვარელში კი არა სხვაგანაც ასე ხდება", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ყვარლის მუნიციპალიტეტის მერი, რომელიც ამავე დროს სალომე ზურაბიშვილის შტაბის ხელმძღვანელია, ოპონენტის ბრალდებებს გამოეხმაურა და აბსურდული უწოდა. როსტომ სესიაშვილი განმარტავს, რომ საარჩევნო უბანთან დგომით ის კანონს არ არღვევს.

























