ხარაგაულში „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენელმა „ქართული ოცნების“ კოორდინატორს ფოტოსურათებიანი სია წაართვა

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელმა ქეთევან ზუმბაძემ ხარაგაულის საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე „ქართული ოცნების“ კოორდინატორი ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სიით დააფიქსირა. მისი ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ კოორდინატორი გულიკო ჭარბაძე ამ სიაში მოსულ ამომრჩევლებს აღრიცხავდა. ქეთევან ზუმბაძემ ეს სია კოორდინატორს წაართვა. მანვე #48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში ამ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი შეიტანა. ის ყველა იმ პირის გამოვლენასა და დასჯას ითხოვს, რომელთა მეშვეობითაც ამომრჩეველთა ფოტოსურათებიანი სია კოორდინატორის ხელში აღმოჩნდა.

























