ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეწყდა

ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეწყდა

ქუთაისში რამდენიმე საარჩევნო უბანზე ელექტროენერგიის მიწოდება რამდენიმე წუთით შეწყდა. არსებული ინფორმაციით, დენის მიწოდება შეწყდა მე- 3, მე-7, 21-ე სკოლებსა და 21-ე ბაღში გახსნილ საარჩევნო უბნებზე. ელექტროენერგიის მიწოდება საარჩევნო უბნებზე ხმის მიცემის დასრულების შემდეგ 7–8 წუთით გაითიშა. ინფორმაციას ადასტურებენ საოლქო კომისიაში და აცხადებენ, რომ დენის მიწოდება ამ დრისთვის ყველა უბანშია აღდგენილი.