მურმან დუმბაძე - აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ტურში ყველა ოპოზიციური სპექტრის ხმები გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ შეიკრიბება

მურმან დუმბაძე - აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ მეორე ტურში ყველა ოპოზიციური სპექტრის ხმები  გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ შეიკრიბება

მეორე ტურში აბსოლუტურ გარანტიას გაძლევთ, რომ ყველა ოპოზიციური სპექტრის ხმები გრიგოლ ვაშაძის სასარგებლოდ შეიკრიბება, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის ერთ-ერთმა ლიდერმა მურმან დუმბაძემ "ინტერპრესნიუსს" განუცხადა. მისი თქმით, მეორე ტურში გრიგოლ ვაშაძე უპირობო ფავორიტი იქნება.

"დადასტურებით, დანამდვილებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებს მეორე ტური ახლავს. მეორე ტურში სალომე ზურაბიშვილი და გრიგოლ ვაშაძე გადის. მეორე ტურში გაძლევთ აბსოლუტურ გარანტიას, რომ ოპოზიციური სპექტრის ყველა პოლიტიკური პარტიის, ყველას ხმები შეიკრიბება და გრიგოლ ვაშაძე უპირობო ფავორიტი იქნება და ის გახდება საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი",- განაცხადა მურმან დუმბაძემ.