ქუთაისის საოლქო კომისიამ საჩივრებიდან მხოლოდ 3 დააკმაყოფილა

ქუთაისის #59-ე საოლქო კომისიამ არჩევნების დღეს დაწერილი საჩივრების განხილვა დაასრულა. კომისიის გადაწყვეტილებით, საჩივრებიდან 3 დაკმაყოფილდა, 31 საჩივარი კი - არა. ნაწილობრივ დაკმაყოფილდა 1. საია-მ მის მიერ დაწერილი 3 საჩივარი უკან გაითხოვა. საჩივრებიდან ყველაზე მეტი საია-ს და „ნაციონალურ მოძრაობას“ ეკუთვნოდა. ყველა საჩივარი პროცედურულ დარღვევებზე იყო.

რაც შეეხება არჩევნების მეორე დღეს დაწერილ 9 საჩივარს, კომისიის თავმჯდომარის, ავთანდილ ოსეფაიშვილის განცხადებით, მათი განხილვა დღეს მოხდება.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა