აჭარის ახალი ტურისტული გზამკვლევები ტურისტებს მოგზაურობას გაუმარტივებს

ტურისტებს აჭარის ტურისტული პოტენციალის შესახებ ინფორმაციის მიღება ახალ, სამენოვან გზამკვლევებში შეეძლებათ. როგორც „ინტერპრესნიუსს“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტიდან აცნობეს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტმა რეგიონის ტურისტული პროდუქტების შესახებ ახალი საპრომოციო-სარეკლამო გზამკვლევები დაბეჭდა. „მთიანი აჭარა“, „გასტრონომიული აჭარა“, „ბათუმის გზამკვლევი“, „ზღვისპირა აჭარა“ და „აჭარა“ - ასე ჰქვია გზამკვლევებს, რომლებშიც სრულადაა წარმოჩენილი აჭარის საზღვაო და სამთო ტურისტული პროდუქტები, მდიდარი სამზარეულო და ტურისტული ღირსშესანიშნაობები.

მათივე ინფორმაციით, აღნიშნული მასალები დაეხმარება ტურისტებს სრულად მიიღონ ინფორმაცია თუ რისი ნახვა შეიძლება რეგიონში, რით არის აჭარა ტურისტულად გამორჩეული, სად და როგორ შეიძლება იმოგზაურონ და რა კერძები დააგემოვნონ.

„აღნიშნული გზამკვლევების გარდა დეპარტამენტმა ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოსთან ერთად დაამზადა ჯიბის თემატური გზამკვლევები, ტურისტული მარშრუტების რუკები და გზამკვლევები, რომლებიც ტურისტებს აჭარაში მოგზაურობას უმარტივებს და ინფორმაციის მიღებაში ეხმარება. საპრომოციო-სარეკლამო მასალები და გზამკვლევები სამენოვანია და ისინი ძირითადად, ტურისტულ-საინფორმაციო ცენტრებსა და საერთაშორისო ტურისტულ გამოფენებზე ვრცელდება“, - ნათქვამია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

ანდრო  გოცირიძე - დღევანდელი პოლიტიკური ხელმძღვანელობა, ნებსით თუ უნებლიედ, რუსეთს ან არ აღიქვამს საფრთხედ, ან ამ საფრთხის შემცირების მეტად თავისებური გეგმა აქვს, რაც, სამწუხაროდ, ჩემი აზრით, რუსეთის წისქვილზე უფრო ასხამს წყალს
ქართული პრესის მიმოხილვა 14.09.2026
JAMBO-ს ახლად მოხალული ყავა უკვე ხელმისაწვდომია
წინანდლის მამულში თეოლოგ გიორგი გვასალიას საჯარო ლექცია გაიმართა
Wendy’s-ის დოლიძის რესტორანში VR Arena-ს ვირტუალური თამაშების სივრცე გაიხსნა