Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს

Impact Hub Tbilisi პროგრამა Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს მასპინძლობს, რომლის ჩატარების ლიცენზიაც წელს საქართველომ მოიპოვა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოდან აცნობეს, სამიტის ფარგლებში საქართველოში 150-ზე მეტი ახალგაზრდა მეწარმე მსოფლიოს 25 ქვეყნიდან ჩამოვიდა.

მათივე ინფორმაციით, ღონისძიებას ესწრებოდნენ Social Impact Award-ის აღმასრულებელი დირექტორი იაკობ დეტერინგი, Schwab Foundation-ის სოციალური მეწარმეობის ხელმძღვანელი ქეთრინ მილიგანი, UNDP საქართველოს ხელმძღვანელი ლუისა ვინტონი, ევროპის ფონდის პრეზიდენტი ქეთევან ვაშაკიძე, ამერიკის, ავსტრიის და ჰოლანდიის საელჩოს წარმომადგენლები, მოწვეული სტუმრები.

ღონისძიების პარტნიორები არიან: ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო, საქართველოს ბანკი, ამერიკის საელჩო საქართველოში, UNDP საქართველო, ფოთის ტერმინალი, აჭარა ჯგუფი.

„Impact Hub Tbilisi უკვე მეორე წელია ახორციელებს საერთაშორისო ახალგაზრდულ პროგრამას Social Impact Award-ს, რომელშიც 25 ქვეყანაა ჩართული და ყველაზე მასშტაბური სტუდენტური პროგრამაა სოციალური მეწარმეობის მიმართულებით. ორი წლის განმავლობაში პროგრამაში ჩაერთო 400-ზე მეტი სტუდენტი საქართველოს სხვადასხვა რეგიონიდან. 13-მა სტუდენტურმა სტარტაპმა გაიარა ინკუბაცია პროფესიონალ მენტორებთან ერთად და შეძლო შეექმნა თავისი პროდუქტის პროტოტიპი. წელს განსაკუთრებული წელი გვაქვს, რადგან Impact Hub Tbilisi-ის ძალისხმევით, პროგრამის დასკვნითი ღონისძების, საერთაშორისო სამიტის, მასპინძლობის ლიცენზია საქართველომ მოიპოვა. ვამაყობთ, რომ ვმასპინძლობთ ამდენ საინტერესო ახალგაზარდა მეწარმეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან“, - განაცხადა Impact Hub Tbilisi-ს თანადამფუძნებელმა ქეთევან ებანოიძემ.

„საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ყოველთვის მზად არის მხარი დაუჭიროს ისეთ ინიციატივებს და ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტარტაპ ეკოსისტემის განვითარებას ჩვენს ქვეყანაში. Social Impact Award-ის საერთაშორისო სამიტს, რომელიც „ჯიტას“ მხარდაჭერით ტარდება თბილისში, ორასამდე ახალგაზრდა დაესწრება მსოფლიოს სხვადასხვა წერტილიდან. ეს არის შესაძლებლობა, რომ ჩვენს ქვეყანაში განხილულ იქნას სოციალური მეწარმეობის ახალი მიდგომები, როგორ შეიძლება ინოვაციურმა ბიზნესმა მხარი დაუჭიროს სოციალური მეწარმეობის განვითარებას საქართველოში და არა მარტო საქართველოში“, - აღნიშნა საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელმა, ავთანდილ კასრაძემ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა