დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს რწმუნებათა სიგელი გადასცა

ევროპაში უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციასა (ეუთო) და ვენაში განლაგებულ სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში საქართველოს მუდმივმა წარმომადგენლმა, დავით დონდუამ ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ტომას გრემინგერს რწმუნებათა სიგელი გადასცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს, ცერემონიალის შემდეგ გამართულ შეხვედრაზე, მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და ეუთო-ს შორის სხვადასხვა მიმართულებით არსებული თანამშრომლობის აქტუალურ საკითხებზე.

ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა ეუთო-ს მნიშვნელობას ევროპაში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად და მიესალმა გენერალური მდივნის ნაბიჯებს, მიმართულს ორგანიზაციის ეფექტურობის გაზრდისა და არსებული გამოწვევების დაძლევისკენ. დავით დონდუამ ტომას გრემინგერს დაუდასტურა ქართული მხარის სრული მხარდაჭერა ამ პროცესში.

შეხვედრის ბოლოს, მხარები შეთანხმდნენ განაგრძონ მჭიდრო თანამშრომლობა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო