ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოკავშირე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ დაპირისპირებაში ბიძინა ივანიშვილი იყო

მაშინდელი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მთავარი მოკავშირე ბადრი პატარკაციშვილის წინააღმდეგ არსებულ დაპირისპირებაში იყო ბიძინა ივანიშვილი, - ამის შესახებ ჟურნალისტებს „ევროპული საქართველოს" წევრმა ოთარ კახიძემ 7 ნოემბერთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა, რომელიც თავისუფალ სიტყვაზე შეტევას და მაშინდელი ხელისუფლების შეცდომებს ეხებოდა.

მისი თქმით, 2007 წლის 7 ნოემბრიდან გაკვეთილი ყველამ უნდა გამოიტანოს. როგორც კახიძემ აღნიშნა, მაშინ ყველაზე დიდი შეცდომა იყო ოპოზიციურად განწყობილი საზოგადოების ნაწილის წარმოჩენა ისე, რომ თითქოს ისინი სახელმწიფოს მოწინააღმდეგები იყვნენ.

„ივანიშვილი იყო მთავარი მრჩეველი და დამფინანსებელიც მაშინდელი ხელისუფლების. ამიტომ, საკითხის ისე გაყოფა, რომ ჩემ პარტიაში არიან ვიღაცები და იქეთ არიან სხვა მეორე ბანაკის წარმომადგენლები, ეს უბრალოდ ფუნდამენტურად არასწორია. რაც შეეხება მოვლენებს, ბადრი პატარკაციშვილი რომ გეგმავდა სახელმწიფო გადატრიალებას, ეს არის უტყუარად დადასტურებული ფაქტი, რომელსაც მისი და ერეკლე კოდუას ჩანაწერები ცხადყოფს. შესაბამისად ერთია, რომ სახელმწიფოს ჰქონდა უფლებება ეს შეეჩერებინა ყველა პროპორციული საშუალებით, მაგრამ მეორეა, თუ რა ქმედებები ჩათვალა მან პროპორციულ საშუალებად. მე ვთვლი, რომ სისხლის სამართლებრივი დანაშაულის ნიშნები არა, მაგრამ დანამდვილებით შემიძლია ვთქვა, რომ ეს იყო არათუ შეცდომა, არამედ უმძიმესი შეცდომა. ეს იყო ლეგიტიმური მიზნის მისაღწევად გადადგმული აბსოლუტურად გაუაზრებელი და არასაჭირო ნაბიჯები. განსაკუთრებით მხედველობაში მაქვს კარვების დადგმაზე ხელშეშლა და პირდაპირი ძალადობა, რასაც დღეს სარალიძის წინააღმდეგ ვხედავთ. მეორე, ეს იყო ტელევიზიაში შესვლა სპეცრაზმის მეთოდით. მესამე, ეს იყო მიტინგის დაშლის შემდგომი ნაბიჯები, რომელიც ასევე მიუთითებს, რომ პოლიცია სათანადოდ არ იყო მომზადებული ლეგიტიმური ამოცანების შესასრულებლად. ამიტომ, აქედან ყველამ უნდა გამოვიტანოთ გაკვეთილი", - განაცხადა კახიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა