ლევან გაჩეჩილაძე „ნაცმოძრაობას“ - დაგიჭერდით, მაგრამ არ დაგიჭერთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ იმ 600 000 კაცის თავისუფლებასაც, რომელსაც თვალებში ბინდი აქვს

დაგიჭერდით, მაგრამ არ დაგიჭერთ იმიტომ, რომ ჩვენ ვიცავთ იმ 600 000 კაცის თავისუფლებასაც, რომელსაც თვალებში ბინდი აქვს და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს თავისუფლება, - ასე მიმართა ლევან გაჩეჩილაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებსა და მის მხარდამჭერებს აქციაზე „გვახსოვს 7 ნოემბერი“, რომელიც მოძრაობის „არა ნაციზმს“ მიერ არის ორგანიზებული.

ლევან გაჩეჩილაძის თქმით, ის ადამიანები, რომლებმაც წინა ხელისუფლების პირობებში თავისუფლებისთვის ყველაფერი დათმეს, ცხოვრებას ახლა რომ იწყებდნენ, იგივეს გააკეთებდნენ.

„ის წლები ჩვენ ყველა ერთად ვიკრიბებოდით. ყველა წინ აყენებდა თავის ქვეყანას, თავისი ქვეყნის თავისუფლებას, ვიდრე საკუთარ თავს. პრაქტიკულად, ამის გამო დაკარგა ყველაფერი და არც კი უნანია.

არაფერი ამ ქვეყანაზე არ ღირს თავისუფლების დაკარგვად. ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ ძალიან ბევრი, ჩვენზე მეტი, ჩვენი შვილებისა და შვილიშვილების თაობა შემოგვიერთდა უკვე. მე რომ გუშინ და გუშინწინ არ მჯეროდა, ისეთი რაღაცები ვნახე და დღესაც ისეთს ვხედავ, რომ ახალი თაობა თქვენს თუ საქართველოს თავისუფლებაზე კიდევ უფრო შეყვარებულია“, - აღნიშნა ლევან გაჩეჩილაძემ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს