რომან გოცირიძე - ლარის კურსზე ხელისუფლების არგუმენტია - მოლოდინიო, მოლოდინიო, როგორც ზურაბიშვილის ცნობილ „სიმღერაში“ - დიალოგიო, დიალოგიო

ლარის კურსთან დაკავშირებით ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტია - მოლოდინიო, მოლოდინიო, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილის ცნობილ „სიმღერაში“ - დიალოგიო, დიალოგიო, - ასე პასუხობს უმრავლესობის ბრალდებებს ლარის კურსთან დაკავშირებით “ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი ლიდერი რომან გოცირიძე.

მისი თქმით, მთავრობა და ეროვნული ბანკი ლარის კურსთან დაკავშირებით უპასუხისმგებლოდ იქცევიან.

„დღეს დილით გამოქვეყნდა ინფორმაცია იმის შესახებ, თუ როგორ უპასუხისმგებლოდ იქცევა მთავრობა, როდესაც ლარი უფასურდება, ხოლო კომერციულ ბანკებს სესხს აძლევს 150 მილიონის ოდენობით. მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ნარკოტიკულ ნემსზე შესვეს კომერციული ბანკები და მათ გარეშე კომერციულ ბანკებს მოქმედება არ შეუძლიათ.

ხელისუფლების ერთადერთი არგუმენტია დაახლოებით ისეთი, როგორც სალომე ზურაბიშვილის სიმღერაში - მოლოდინიო, მოლოდინიო. ეს მოლოდინი უნდა ახსნან რიცხვებით, ლოგიკით, თეორიით, თუ რა ემართება ამ მოლოდინების შემდეგ ფულის მასას, რა მოქმედებს ფულის მასაზე და ელემენტარული არითმეტიკული ენით მოგვიყვნენ ეს ყველაფერი. სინამდვილეში ახლა ხდება ის, რაც ხდებოდა ადრე. სადღაც, კომერციული ბანკები, ბირჟებზე ვაჭრობენ 5-10 მილიონ დოლარს დაახლოებით. რაიმე განსაკუთრებულ მოძრაობას ადგილი არ აქვს. მთავრობა და ეროვნული ბანკი იქცევიან უპასუხისმგებლოდ. ეროვნული ბანკი გახდა საკუთარი უცხოური ვალუტების რეზერვების მძევალი. მას აქვს შეთანხმება სავალუტო ფონდთან, რომ რეზერვები იქნება განსაზღვრული ოდენობით და ის ამ ნორმატივის შესასრულებლად ან უცხოურ ვალუტას ყიდულობს და ლარს აუფასურებს, ან როდესაც საჭიროა რეზერვების გამოყენება არ იყენებს. სუსტმა ეკონომიკამ გადააქცია ეროვნული ბანკი სავალუტო ფონდის ნორმატივის ტყვედ“, - განაცხადა გოცირიძემ.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა