პროკურორი - 26 მაისის აქციის დარბევის საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა, სადაც ისმის, როგორ ითხოვს დათა ახალაია მეტ დაკავებულს

თბილისის საქალაქო სასამართლოში, 26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ბრალდების მხარე ერთ-ერთ დაზარალებულს დაკითხავს.

როგორც პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა გიორგი მუჯირმა განაცხადა, აღნიშნული პირი ისაუბრებს, როგორ განვითარდა 26 მაისს პროცესები.

„ეს არის ადამიანი, რომელსაც ფიზიკურად გაუსწორდნენ იმ პირობებში, როდესაც მას სურდა ტერიტორიის დატოვება. ბრალდების არსიც სწორედ ამაში მდგომარეობს, რომ სამართალდამცველებმა აქციის მონაწილეები ორგანიზებულად მოაქციეს ალყაში, არ მისცეს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების საშუალება.

საქმეზე ათეულობით მოწმეა გამოკითხული. საქმეში არსებობს არაერთი ვიდეომასალა, როგორც მასმედიით გავრცელებული, ასევე ოპერატიული, სადაც ისმის თუ როგორ ითხოვს დავით ახალაია მეტ დაკავებულს და ამ დაკავებულებზე ჰპირდება მეტ პრემიას", - განაცხადა გიორგი მუჯირმა.

26 მაისის აქციის დარბევის საქმეზე ძალის გამოყენებით უფლებამოსილების გადამეტებისთვის ბრალი შინაგან საქმეთა სამინისტროს ხუთ ყოფილ მაღალჩინოსანს აქვს წარდგენილი.

მათ შორის არიან შინაგან საქმეთა მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ლორთქიფანიძე, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი უფროსი დათა ახალაია, ასევე, ვასილ ლელუაშვილი, რევაზ შიუკაშვილი და ლევან ქარდავა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია
ზურაბ ჩხაიძე განცხადებას ავრცელებს