ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში მართავდა „სუბარუ ლეგასი“-ს მარკის ავტომობილს და ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივა“-ს მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო უ.ნ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.თ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

11.08.2025 / 08:27

სანდრო თვალჭრელიძე - “ახლავე გეტყვით, რომ მერაბ სეფაშვილის დასახელების შემთხვევაში კალაძეს გამარჯვება გარანტირებული ექნება”

“თბილისი კალაძეს დაუთმეს და დანარჩენი საქართველო კობახიძეს” - რატომ ცვლის “ოცნება” მერების ნახევარს რეგიონებში

მირიან მირიანაშვილი - “ვაშინგტონში გადაწყდა, რომ ჩვენს რეგიონში პოლიტიკური ლანდშაფტი ტოტალურად უნდა შეიცვალოს“

“ნომრების ომი” და 13 წლის წინანდელი პრეცედენტი - “ენმ-ს საარჩევნო ნომრის დაბრუნება მომდევნო არჩევნებზე შეეძლება”

ვახტანგ ძაბირაძე - “თუ “ქართული ოცნება” გაათავისუფლებს პატიმრებს და პოლიტიკურ კურსსაც შეცვლის, შეიძლება დარეგულირდეს პროცესები”

ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია, ბრალდებულს 6 წლით პატიმრობა მიესაჯა

თელავის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მთვრალ მდგომარეობაში ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება გამოიწვია, ბრალდებული ა.თ. დამნაშავედ ცნო.

პროკურატურის ცნობით, სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 13 ივლისს, ა.თ. მთვრალ მდგომარეობაში მართავდა „სუბარუ ლეგასი“-ს მარკის ავტომობილს და ახმეტის რაიონიდან თელავის რაიონის მიმართულებით გადაადგილდებოდა. თელავის რაიონის სოფელ რუისპირში მან „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონის 34-ე მუხლის მე-3 ქვეპუნქტი დაარღვია და გზის სავალი ნაწილის შემხვედრ, საპირისპირო ზოლში გადავიდა, რა დროსაც ჯერ მ.პ.-ს მართვის ქვეშ მყოფ „ოპელ მერივა“-ს მოდელის ავტომობილს, შემდეგ კი საპირისპირო ზოლში მარჯვენა გვერდულზე მდგარ ხეს შეეჯახა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ა.თ.-ს ავტომობილში მყოფი მ.გ. გარდაიცვალა, ხოლო უ.ნ.-მ სიცოცხლისთვის სახიფათო ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანება მიიღო.

სამართალდამცველებმა ა.თ 2018 წლის 16 აგვისტოს, სასამართლოს განჩინების საფუძველზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეოთხე და მეექვსე ნაწილებით (ავტომობილის მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევა, რამაც გამოწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება და ადამიანის სიცოცხლის მოსპობა, ჩადენილი მთვრალ მდგომარეობაში) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

თელავის რაიონულმა სასამართლომ ა.თ. დამნაშავედ ცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება
ქართული პრესის მიმოხილვა 11.08.2025
გიორგი ბილანიშვილი - აშშ-ის შუამავლობით სამხრეთ კავკასიაში მოვლენები უაღრესად დინამიურად და საინტერესოდ ვითარდება
ემიგრაციაში მყოფი ბავშვებისთვის, ონლაინ-სკოლაში მიღება დაიწყო
PSP საქართველოში სააფთიაქო ბაზრის ლიდერია
შემოქმედებითი თრობა - 20 აგვისტოდან სტარტს „ვაინქასთი“ აიღებს
Samsung-ის უახლესი Galaxy Z Fold7 | Z Flip7 და Galaxy Watch8 სერია