თსუ-ში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველ კორპუსში მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების 80 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენაზე, საქართველოს ოფიციალური უწყებების, დიპლომატიური კორპუსის და თურქული თემის წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

როგორც გამოფენის გახსნამდე თსუ-ს ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ნუნუ ოვსიანიკოვამ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, საქართველო-თურქეთის მეგობრობა მრავალ წელს ითვლის და მნიშნელოვანია, რომ სწორედ თსუ-ში მოხდა აღნიშნული საიუბილეო გამოფენის გახსნა.

„2018 წელი საიუბილეოა ჩვენი ქვეყნისთვისაც. წელს ჩვენ აღვნიშნავთ საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპულიკის ასი წლისთავს. ჩვენ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებელს და პირველ პრეზიდენტს მუსტაფა ქემალ ათათურქს. მნიშვნელოვანია, რომ გასულ წელს, საქართველოს და თურქეთის რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის დამყარების 25 წლისთავი ვიზეიმეთ. ამ წლების განმავლობაში, საქართველომ და თურქეთმა ნამდვილად, ჩამოაყალიბეს სამაგალითო ურთიერთობა და თანამშრომლობა რეგიონისთვის მნიშვნელოვანი სტრატეგიული მიმართულებებით, ასევე, ეკონომიკური, კულტურული და საგანმანათლებლო პროექტების კუთხით. თსუ-ში თურქული რესპუბლიკისადმი ინტერესი ჯერ კიდევ გასულ საუკუნეში გაჩნდა და დაიწყო თურქული ენის, ლიტერატურის, ისტორიისა და კულტურის პროექტი. თსუ-ში თურქული ენა ისწავლება 1945 წლიდან და ამ პერიოდს უკავშირდება თურქოლოგიის ცალკე დარგის ჩამოყალიბება. ჩვენი თანამშრომლობის და მეგობრობის გამოხატულებაა დღევანდელი დღე, რომელიც თურქეთის რესპუბლიკის დამფუძნებლის და პირველი პრეზიდენტის მუსტაფა ქემალ ათათურქის გარდაცვალების მეოთხმოცე წლისთავს უკავშირდება. მოხარული ვართ, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი მასპინძლობს ღონისძიებას, სადაც კიდევ ერთხელ შეგვიძლია აღვნიშნოთ თურქეთის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის განსაკუთრებული წვლილი და მის მიერ გატარებული რეფორმები, რომლებმაც საფუძველი ჩაუყარეს თურქეთს, როგორც თანამედროვე და განვითარებულ სახელმწიფოს",- განაცხადა ოვსიანიკოვამ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს