დანიაში გამოფენა „საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა

დანიის სამეფოში საქართველოს საელჩოს ინიციატივით და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სამხრეთ კამპუსის ბიბლიოთეკაში ფოტოგამოფენა სახელწოდებით - „საქართველოს ქრისტიანული მემკვიდრეობა" გაიხსნა. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროდან აცნობეს.

მათი ინფორმაციით, გამოფენა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა დანიის სამეფოში გიგი გიგიაძემ გახსნა. საქართველოს ელჩმა მისასალმებელი სიტყვით მიმართა დამსწრე საზოგადოებას. მან თავის სიტყვაში ქართულ კულტურაში ქრისტიანობის განსაკუთრებულ როლსა და აღნიშნული გამოფენის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება.

გამოფენის ფარგლებში, უცხოელ დამთვალიერებელს შესაძლებლობა ექნება იხილოს ქართული ქრისტიანული კულტურის უნიკალური არქიტექტურული ძეგელბისა და ხელნაკეთი ნიმუშების ამსახველი ფოტოები.

ღონისძიებას ესწრებოდნენ დანიაში აკრედიტირებული უცხოელი დიპლომატები, კოპენჰაგენის უნივერსიტეტის სტუდენტები, აკადემიური წრეებისა და ქართული დიასპორის წარმომადგენლები. გამოფენის დათვალიერება მსურველებს მიმდინარე წლის 23 ნოემბრის ჩათვლით შეეძლებათ.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა