ემანუელ მაკრონი - ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პირველი მსოფლიო ომის შედეგები, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა

ჩვენ არ უნდა დავივიწყოთ პირველი მსოფლიო ომის შედეგები, რომელმაც მილიონობით ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, - ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა პარიზში პირველი მსოფლიო ომის დასრულების 100 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა.

„საფრანგეთი თავს იხრის ჯარისკაცების ხსოვნისადმი. საფრანგეთმა იცის, თუ რა ვალში ვართ მათ წინაშე. ხალხის წინაშე ჩვენი პასუხისმგებლობა უნდა დავადასტუროთ, ჩვენს ბავშვებს მშვიდობა უნდა გადავცეთ, რაზეც თაობები ოცნებობდნენ“, - განაცხადა ემანუელ მაკრონმა.

მან საზეიმო ღონისძიებაზე შეკრებილ მსოფლიო ლიდერებს მშვიდობისთვის ბრძოლისკენ და ბატონობის იდეაზე უარის თქმისკენ მოუწოდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ „ზოგჯერ ისტორია ტრაგიკული რაკურსის განახლებით იმუქრება“. „დაე, ამ ცერემონიამ დაადასტუროს ჩვენი მარადისეული ერთგულება ჩვენი ჯარისკაცებისადმი, რომლებიც მშვიდობისთვის დაიღუპნენ“, - დასძინა მან.

საზეიმო ღონისძიებაზე, რომელიც პარიზში ტრიუმფალურ თაღთან გაიმართა, მსოფლიოს 100-მდე ქვეყნის ლიდერი მონაწილეობდა, მათ შორის აშშ-ს პრეზიდენტი, რუსეთის პრეზიდენტი, გერმანიის კანცლერი, კანადის პრემიერ-მინისტრი, ბელგიის პრემიერი, ავსტრიის პრეზიდენტი, საქართველოს პრეზიდენტი და ა.შ.

მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
ემილ ავდალიანი - არაბული ქვეყნებისთვის და ირანისთვის ახლო აღმოსავლეთის რეგიონთან ჩინეთის ურთიერთობის სუფთა წარსული მეტად მიმზიდველია
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს