მაია ცქიტიშვილმა ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას ზარზმობა მიულოცა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა მაია ცქიტიშვილმა ზარზმობის დღესასწაული ადიგენის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას, წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, საზეიმო წირვის შემდეგ მიულოცა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ სამინისტროდან აცნობეს, ზარზმობა სახალხო-რელიგიური დღესასწაულია, რომელსაც არა მხოლოდ ადიგენის მოსახლეობა, არამედ ქვეყნის სხვადასხვა კუთხიდან ჩასული საერო და სასულიერო პირები ზეიმობენ.

ცქიტიშვილი სოფელ მოხეს მოსახლეობასაც შეხვდა და სოფლის საჯარო სკოლა დაათვალიერა.

„სკოლა რამდენიმე სოფლის 200-მდე ბავშვს ემსახურება. სოფელ მოხეს რეაბილტაციას, ევროპის საინვესტიციო ბანკის დაფინანსებით, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი განახორციელებს. პროექტი ითვალისწინებს არსებული სკოლის სრულ (საკლასო ოთახების, საპირფარეშოების, სპორტ დარბაზის, სპორტული მოედნის) რეაბილიტაციას და ეზოს ტერიტორიის კეთილმოწყობას. იგეგმება გათბობის, წყალსადენის და კანალიზაციის სისტემების გამართვა. სარეაბილტაციო სამუშაო 2019 წელს დაიწყება.

მუნიციპალური განვითარების ფონდი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ზარზმის საჯარო სკოლის რეაბილიტაციასაც იწყებს. ყველა სკოლა ადაპტირებული იქნება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის. ფონდი, ასევე გეგმავს ზარზმის მონასტრის მიმდებარედ ტურისტული ინფრასტრუქტურის, მათ შორის, საფეხმავლო ბილიკის მოწყობის, ზარზმის გუმბათის და კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მქონე თამარის წყაროს რეაბილიტაციას“, - ნათქვამია სამინისტროს ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, მინისტრმა ახალციხის მოსახლეობის პრობლემები და ინიციატივებიც მოისმინა. მაია ცქიტიშვილმა ადგილობრივ მოსახლეობას მიაწოდა ინფორმაცია უკვე დაგეგმილი ინფრასტრუქტრული პროექტების შესახებ. კერძოდ, მისი განცხადებით, მომავალ წელს ახალციხეში იწყება კულტურის სახლის, პროფესიული სასწავლებლისა და საცურაო აუზის მშენებლობა, ხოლო სოფელ ვალეს მოსახლეობის წყალმომარაგების მრავალწლიანი პრობლემის გადასაჭრელად, აზიის განვითარების ბანკის დაფინანსებით, დაიწყება სოფლის წყალმომარაგების სიტემის სარეაბილოიტაციო სამუშაოები.

„სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არაერთი ინფრასტრუქტურული პროექტის განხორციელებაა დაგეგმილი, როგორც საგზაო ონფრასტრუქტურის მოწესრიგების, ისე სკოლებისა და ბაღების მშენებლობის ჩათვლით. ახალი სკოლები აშენდება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ ორგორში, ნინოწმინდის მუნიციალიტეტის სოფელ ორლოვკაში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ღორთუბანში, ხოლო ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წყრუთაში 3 სოფლის ბავშვებისთვის საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყება“, - აცხადებენ სამინისტროში.

ჰოვსეპ ხურშუდიანი - რუსეთიდან სომხეთში 20 მაისის შემდეგ ყოველ დღე ორმაგი მოქალაქეობის მქონე მოქალაქეები 30-36 თვითმფრინავით ჩადიან, სავარაუდოდ, რუსეთიდან სომხეთში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად 100 000 მოქალაქეა ჩასული
ქართული პრესის მიმოხილვა 04.06.2026
კავკასიის მედიცინის ცენტრის განახლებული სამკურნალო-დიაგნოსტიკური ჰაბი - სივრცე, სადაც „მთავარი შენ ხარ“
არგვეთას „სმარტში“ ახალი გასტრონომიული სივრცე - Smart Bakery გაიხსნა
„ბორჯომი“ კიდევ ერთ ინოვაციურ პროდუქტს წარმოგიდგენთ
ტვინის დაავადებების მკურნალობა თურქეთში: რას გთავაზობთ აჯიბადემის კლინიკა
მილიონობით ლარის ინვესტიცია და რეგიონული ჰაბი - NMG კვების ინდუსტრიის ახალ სტანდარტს აწესებს
ქართველმა ექიმმა ჩინეთიდან საქართველოში, 6 000 კილომეტრის დაშორებით, ტელერობოტული ოპერაცია ჩაატარა - ისტორია დაწერილია