დავით მათიკაშვილი - მუქარა „ნაციონალური მოძრაობის“ ხელწერაა

ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება წარმოადგენს სწორედ"ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა დავით მათიკაშვილმა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატის, სალომე ზურაბიშვილის განცხადების შეფასებისას განაცხადა.

"ძალიან ბინძური წინასაარჩევნო კამპანია მიჰყავს "ნაციონაურ მოძრაობას". ისინი არ ერიდებიან არცერთ ნაბიჯს იმისთვის, რომ ქულები დაიწერონ. ნებისმიერი მუქარა, ნებისმიერი ასეთი განცხადება წაროადგენს სწორედ"ნაციონალური მოძრაობის" ხელწერას. გვახსოვს ის პერიოდი, როდესაც ეს პოლიტიკური ძალა ხელისუფლებაში იმყოფებოდა და საზოგადოება როგორ განიცდიდა ძალადობას და არაადამიანურ მოპყრობას. სწორედ ამ პოლიტიკის გაგრძელებაა, რომ საარჩევნო პროცესში "ნაციონალური მოძრაობა" არ ერიდება არცერთ ნაბიჯს. მათ შორის, მე ვგულისხმობ იმ განცხადებას, რაც სალომე ზურაბიშვილმა გააკეთა, როდესაც პირდაპირ ემუქრებოდნენ. ეს არანაირ შემხებლობაში არაა სამხედრო ძალებთან და თავდაცვის სამინისტროსთან, ესაა "ნაციონალური მოძრაობის" დღის წესრიგიდან გამომდინარე ნაბიჯი", - განაცხადა მათიკაშვილმა.

დავით მათიკაშვილი ასევე მიიჩნევს, რომ აღნიშნულ ფაქტზე არასამთავრობო ორგანიზაციებსაც უნდა ჰქონდეთ რეაგირება.

"კონკრეტული პასუხი არის გასაცემი არასამთავრობო ორგანიზაციების მხრიდან. იმ ორგანიზაციების მხრიდან, ვინც პირველ რიგში, ადამიანის უფლებების დაცვაზე არიან ორიენტირებულები", - განაცხადა მათიკაშვილმა.

ცნობისთვის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მას და მის შვილებს ყოფილი სამხედროები, რომლებიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არიან დაკავშირებულნი, სიცოცხლის ხელყოფით ემუქრებიან.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა