საქართველოში მსოფლიოს მოწინავე სამხედრო სასწავლებლის სტუდენტები გადამზადდებიან

უამრავი ქართველი აშშ-ში სწავლაზე ოცნებობს და მათი ნაწილი ამ ოცნებას ისრულებს კიდეც. ამერიკული განათლება მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში განსაკუთრებულად ფასდება და სწორედ ამიტომაც მიისწრაფიან ახალგაზრდები აშშ-ში სწავლისკენ. თუმცა როგორც აღმოჩნდა, არის მიმართულებები, რომლებიც საქართველოშიც ძალიან ძლიერია და ამერიკული უნივერსიტეტების სტუდენტები სწორედ აქ ჩამოდიან გადასამზადებლად.

Citadel მსოფლიოს მოწინავე სამხედრო კოლეჯია, რომელიც აშშ-ში, სამხრეთ კაროლინაში მდებარეობს და რომლის სტუდენტები უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადების სპეციალურ კურსს საქართველოში, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გაივლიან. სტუდენტებისა და პროფესორებისგან დაკომპლექტებული ჯგუფი BTU-ს 2019 წლის ზაფხულში ეწვევა და ქართველი სპეციალისტების მიერ შემუშავებული უსაფრთხოების პროგრამის ფარგლებში გადამზადებას ერთი თვის განმავლობაში გაივლიან.

უნივერსიტეტის ინოვაციური პროგრამები და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გადამზადების პროგრამა, ძლიერი ტექნოლოგიური ბაზა და სილიკონ ველის გარშემო შექმნილი ეკოსისტემა - ეს იმ მიზეზების ნაწილია, რის გამოც ციტადელმა არჩევანი ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტზე გააკეთა.

როგორც ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის ფაკულტეტის დეკანი ნინო ენუქიძე განმარტავს, უნივერსიტეტისთვის ციტადელის სტუდენტების მასპინძლობა მეტად მნიშვნელოვანია.

,,ციტადელის კოლეჯმა საკუთარი სტუდენტების უსაფრთხოების მიმართულებით გადამზადება სწორედ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტში გადაწყვიტა. ეს იყო ერთწლიანი მოლაპარაკების პროცესი, დელეგატები იმყოფებოდნენ საქართველოში და არაერთი უნივერსიტეტი მოინახულეს, საბოლოოდ კი BTU შეარჩიეს. გამოცდილება, რომელიც ჩვენი არსებობის ორი წლის მანძილზე დავაგროვეთ, ციტადელის კოლეჯმა აღიარა, ეს ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სტუდენტები, რომლებიც მალე აშშ-ს სამხედრო ელიტის ნაწილი გახდებიან, საქართველოს მომავალი წლის ზაფხულში ეწვევიან.“ - განმარტავს ნინო ენუქიძე.

Citadel-ის სამხედრო კოლეჯი 1842 წელს გაიხსნა. კოლეჯის კურსდამთავრებულებით დაკომპლექტებულია მსოფლიოს მრავალი ქვეყნის შეიარაღებული ძალები, მთავრობები და მსხვილი საერთაშორისო ორგანიზაციები.

„ფორბსის“ სარეიტინგო სისტემების მიხედვით ციტადელის სამხედრო კოლეჯი გახსნის დღიდან ლიდერებს შორისაა სამხედრო სწავლების მიმართულებით.

14.07.2025 / 09:02

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 14.07.2025
Galaxy Z სერიის ახალი სმარტფონების წინასწარი გაყიდვები დაიწყო
ბათუმში PSP-ს ახალი კონცეფციის აფთიაქი გაიხსნა
ახალი რეკორდი არქიში - ერთ დღეში  გაყიდული 206 ბინა