გიორგი ვაშაძე - ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები

ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. ვაშაძის თქმით, კახა კალაძემ უმჯობესია მიხედოს ქალაქში არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის საცობი, ჰაერის დაბინძურება და ეკონომიკური პრობლემა.

„კახა კალაძე ძალიან უტიფრად, უნამუსოდ მოიქცა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაადეკვატური წერილი და შემდგომ განცხადებები გააკეთა. როდესაც ყველა ერთად ვდგავართ, როდესაც ვიცავთ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ყოველთვის მოუწევთ მათ უკან დახევა. ამ შემთხვევაშიც უკან დაიხია კალაძემ, ამბობს, რომ მე ისე არ მითქვამს და ასე არ მითქვამსო. ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე თბილისის მოსახლეობა პასუხს გასცემს მერს, რომელიც ყოველთვის იქ იჭრება, სადაც მისი საქმე არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

06.10.2025 / 08:59

გია ხუხაშვილი - “გამუდმებით ვამბობდი, ის, ვინც აცხადებს, რომ “4-ში დაიწყებს და დაასრულებს”, ან პროვოკატორია, ან ხელისუფლების სასარგებლო ბრიყვი-მეთქი...”

რამაზ საყვარელიძე: “ვნახოთ, დასავლეთის საელჩოები მიულოცავენ თუ არა არჩევნებში გამარჯვებულს”

ვახტანგ ძაბირაძე - “რა სახალხო კრება, რისი ლეგიტიმაცია, საერთოდ სადა ვართ?! იმ 6 კაცის დაპატიმრებაზე აღარაფერს ვამბობ...”

მეორე ტური არსად არ იქნება - “ოცნებამ” ქვეყნის მასშტაბით 80%-ზე მეტი, თბილისში კი 70%-ზე მეტი აიღო

დავით ზურაბიშვილი - “არ მგონია სუს-ის დავალებას ასრულებდა ან ბურჭულაძე, ან ზოდელავა... მგონია, გულწრფელები იყვნენ, მაგრამ გულწრფელები თავიანთ უვიცობაში"

გიორგი ვაშაძე - ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე  შვილმოკლული მამების უფლებები

ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები, - ამის შესახებ გაერთიანებული ოპოზიციის „ძალა ერთობაშიას“ წევრმა გიორგი ვაშაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გიორგი ვაშაძე თბილისის მერის მხრიდან გაკეთებულ განცხადებას არაადეკვატურს უწოდებს. ვაშაძის თქმით, კახა კალაძემ უმჯობესია მიხედოს ქალაქში არსებულ ისეთ პრობლემებს, როგორიც არის საცობი, ჰაერის დაბინძურება და ეკონომიკური პრობლემა.

„კახა კალაძე ძალიან უტიფრად, უნამუსოდ მოიქცა. ამ საკითხთან დაკავშირებით, აბსოლუტურად არაადეკვატური წერილი და შემდგომ განცხადებები გააკეთა. როდესაც ყველა ერთად ვდგავართ, როდესაც ვიცავთ კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას, ყოველთვის მოუწევთ მათ უკან დახევა. ამ შემთხვევაშიც უკან დაიხია კალაძემ, ამბობს, რომ მე ისე არ მითქვამს და ასე არ მითქვამსო. ძალიან ცუდია, რომ ქალაქს ჰყავს ისეთი მერი, რომლისთვისაც ნაძვის ხე უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე შვილმოკლული მამების უფლებები. დარწმუნებული ვარ, რომ ამაზე თბილისის მოსახლეობა პასუხს გასცემს მერს, რომელიც ყოველთვის იქ იჭრება, სადაც მისი საქმე არ არის“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

ემილ ავდალიანი - დამასკო და მოსკოვი აფართოებენ ურთიერთთანამშრომლობას და ასადის თემა ამ თამაშში სულ უფრო მეტად უმნიშვნელო ხდება
ქართული პრესის მიმოხილვა 06.10.2025
თბილისში საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა, რომელსაც აჯიბადემის კლინიკათა ქსელიდან მსოფლიოს წამყვანი ორთოპედ-ქირურგი ხელმძღვანელობდა
საქართველოს უნივერსიტეტი ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღის აღნიშვნას უერთდება